fbpx
Startseite » news_ge » 25 წლიანი წარმატების ისტორია საქართველოში: ProCredit Bank- მდგრადი განვითარების ხელშემწყობი

25 წლიანი წარმატების ისტორია საქართველოში: ProCredit Bank- მდგრადი განვითარების ხელშემწყობი

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, ProCredit Bank 25 წლის იუბილეს
აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში, ბანკი არა მარტო მნიშვნელოვნად განვითარდა და
შეუცვლელი ადგილი დაიკავა საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო
გამოცდილებისა და ინდივიდუალურად მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებების
მეშვეობით, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და
მნიშვნელოვან პარტნიორად იქცა, როგორც ბიზნესისთვის, ასევე საცალო მომხმარებლებისთვის.

ProCredit Bank განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მთავარ პრინციპებზე:
გამჭვირვალობაზე, კომუნიკაციაზე, სოციალურ პასუხისმგებლობასა და მაღალი
ხარისხის პროფესიული სტანდარტების დაცვაზე, რაც აისახება მათ მიერ დანერგილ
საჭიროებებზე მორგებულ სერვისებში. ბიზნესის სფეროს, ბანკი სპეციალურ
საკრედიტო გადაწყვეტილებებს, სერვისულ პაკეტებსა და ციფრულ საბანკო
პროდუქტებს სთავაზობს, ხოლო საცალო მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის
ანაბრების, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხებისა და მომსახურების პაკეტების
ფართო არჩევანია.

ProCredit Bank განსაკუთრებით გამოირჩევა მდგრადი მიდგომებით გარემოს დაცვისა და
ეთიკურ ბიზნეს-პრაქტიკების მიმართულებით. ბანკი აქტიურად უწყობს ხელს “მწვანე”
პროექტებს და ენერგოეფექტური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ პირობებს
სთავაზობს. ამას ადასტურებს, 2020 წელს ბანკის სათავო ოფისის სახურავზე
განთავსებული მზის ელექტრო სადგური და მოპოვებული საერთაშორისო EDGE
სერტიფიკატიც. გარდა ამისა, ბანკმა საკუთარი ავტოსადგომი სრულიად აღჭურვა
ელექტრომობილებით და ქვეყნის მასშტაბით დამტენი სადგურების ქსელი მოაწყო, რაც
თავის მხრივ, ხელს უწყობს ელექტრო-ავტომობილების პოპულარიზაციას
საქართველოში.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების სახელით, ვულოცავთ ProCredit Bank-ს 25 წლის
იუბილეს და ვუსურვებთ, მომავალშიც წარმატებული პროექტების განხორციელებას.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X