გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, საქართველოს ბანკი, გამოირჩევა აქტიური ჩართულობით ისეთ პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდასა და განვითარებას საქართველოში. ციფრული სფეროს განვითარების მხარდასაჭერად, ბანკი ProdAct community-სთან 2023 წლიდან თანამშრომლობს და სხვადასხვა ღონისძიებისა თუ კონფერენციის ფარგლებში ქმნის სივრცეს, რომელიც ციფრულ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს გამოცდილების გაცვლისა და განვითარების საშუალებას აძლევს. ასეთი, რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია ProdAct Conference 2024 – Tomorrow Of Digital Products 8 სექტემბერს გაიმართება, სადაც დასწრებას 400-ზე მეტი ციფრული პროდუქტების მენეჯმენტითა და სამომავლო ტენდენციებით დაინტერესებული ვიზიტორი შეძლებს.
კონფერენციის ფარგლებში იგეგმება ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენელი ექსპერტების (Google, Adobe, Spotify და სხვა.) პრეზენტაციები. გარდა ამისა, კონფერენციის დამსწრეები შეძლებენ პრაქტიკულ ვორქშოფებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის მიღებას, ჩაერთვებიან პანელურ დისკუსიებში და ასევე, ექნებათ ნეთვორქინგის უნიკალური შესაძლებლობა ციფრული პროდუქტების განვითარების ექსპერტებთან.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.