2022 წლის 11 აგვისტოს, გერმანია-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატამ (AHK აზერბაიჯანი), გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან და გერმანიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ბაქოში Start.up! Germany Tour 2022 გამართა.
ცხრა სტარტაპმა (მათგან ოთხი საქართველოდან) 3-3 წუთის განმავლობაში წარმოადგინა თავისი იდეები, ბიზნეს მოდელები და ინოვაციური პროდუქტები. მათ უპასუხეს ჟიურის წევრების შეკითხვებსაც.
ოთხმა საუკეთესო სტარტაპმა: Kekamaps-მა, Satelyzer-მა, Costy-მ და Styx-მა ექსკლუზიური ბილეთები მიიღო 2022 წლის სამეწარმეო სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბერლინში/გერმანიაში (22 და 23 ოქტომბერი). გარდა ამისა, მათ საჩუქრად მიიღეს Lufthansa-ს ავიაბილეთების ვაუჩერებიც.
კონკურსის გამარჯვებულებს – KekaMaps-ს, რომელსაც აზერბაიჯანის მხრიდან მაჰამად კეკალოვი წარმოადგენს, და 𝐂𝐨𝐬𝐭𝐲-ს, წარდმოდგენილს ოთარ დავითაძის მიერ, დამატებითი შანსი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში გერმანიაში და შეხვდნენ ცნობილ გერმანულ მულტინაციონალურ კომპანიებსა და ინოვაციურ მცირე და საშუალო ბიზნესებს 2022 წლის 23-დან 27 ოქტომბრამდე.
წარმატებებს ვუსურვებთ გამარჯვებულებს საერთაშორისო კონკურსში!