Startseite » news_ge » თიბისი ტექსკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ტექსკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი: განათლების ხელშემწყობი საქართველოში

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, თიბისი ბანკი, განსაკუთრებით გამოირჩევა საგანმანათლებლო პროექტებით. რაც ახალი თაობისთვის განათლებისა და განვითარების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ამ მხრივ, თიბისის მნიშვნელოვანი პროექტია თიბისი ტექსკოლა, რომელიც ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებულ ახალგზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განათლება მიიღონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ, სრულიად უსასყიდლოდ.

თიბისი ტექსკოლაში მე-9 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ შეისწავლონ:

  • ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება
  • მობილური აპლიკაციების შექმნა
  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
  • სოციალური მედიის მარკეტინგი
  • გრაფიკული დიზაინი
  • UI/UX დიზაინი

რეგისტრაცია სრულდება 28 სექტემბერს.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content