fbpx
Startseite » news_ge » ქართველმა და ევროპელმა სპეციალისტებმა სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაზე იმსჯელეს

ქართველმა და ევროპელმა სპეციალისტებმა სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაზე იმსჯელეს

by Salome Mumladze

აქართველოს მთავრობის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით, 28 ნოემბერს კონფერენცია: „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველი და ევროპელი ოფიციალური პირების, სოფლის განვითარების სპეციალისტების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსიები. საუბარი შეეხო სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანმა, აღნიშნა, ევროკავშირი უკვე არაერთი წელია მხარს უჭერს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას და „აღნიშნულმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო“.

გერმანის თქმით, ევროკავშირმა მიმდინარე წელს მიიღო სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი. „იმედი გვაქვს, რომ ამ პოლიტიკასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს“, – განაცხადა მან (ციტატები მოყვანილია სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით).

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X