fbpx
Startseite » news_ge » შეხვედრა ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონპროექტთან დაკავშირებით

შეხვედრა ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონპროექტთან დაკავშირებით

by Salome Mumladze

29 მარტს, გაიმართა შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, ასევე  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებიდან შეხვედრას დაესწრო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თომას კიმმესვენგერი და ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნუცა ბიბილაშვილი.

ღონისძიების მიზანი „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონპროექტზე ბიზნეს სექტორთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა და პოზიციების შეჯერება იყო. ღონისძიება გახსნა საქათველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ასევე სტუმრებს მიესალმნენ და მიმოიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კანონპროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის მეწარმის დაფუძნება/რეგისტრაცია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, ასევე წარმოდგენილი იყო  RIA-ს მიგნებები. შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მისი მნიშვნელობა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. შეხვედრის ბოლოს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, კომენტარები და შენიშვნები გაეზიარებინათ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ღონისძიება ჩატარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების მიერ ერთობლივად, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” მხარდაჭერით.

სხვა ახალი ამბები

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X