21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ყოველწლიურ კამპანიაში #წინდამინდა დიო ყოველ წელს სიამოვნებით ერთვება და მხარდასაჭერად მზადყოფნას მუდმივად გამოხატავს.
2021 წლის მსოფლიო დღის გზავნილი იყო: #ჩვენვაკავშირებთ.
დიომ ტრადიციულად, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნახატების ესკიზებით გაფორმებული ულამაზესი წინდები შეიძინა, ფერადი ანაბეჭდებით კი სიმბოლურად საკუთარი მხარდაჭერა გამოხატა.
„ დღევანდელ, შეზღუდვებით და გამოწვევებით სავსე გარემოში, ერთმანეთზე ზრუნვა და დახმარების კულტურა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. წლევანდელი გზავნილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ცხოვრების ყველა ეტაპზე მართლაც ვაკავშირებთ ადამიანებს სადაც არ უნდა იყვნენ ისინი – ზრდისთვის, განვითარებისთვის, გაძლიერებისთვისა და წარმატებისთვის, ვვითარდებით მუდმივად და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ვაგრძელებთ წინსვლის უწყვეტ პროცესს!” – აცხადებენ კომპანიაში.
წაიკითხეთ ჩვენი წევრების სიახლეები