fbpx
Startseite » news_ge » ევროკავშირის გეგმის ფარგლებში 5 წლის განმავლობაში საქართველო 3.9 მლრდ EUR-ს მობილიზებას შეძლებს

ევროკავშირის გეგმის ფარგლებში 5 წლის განმავლობაში საქართველო 3.9 მლრდ EUR-ს მობილიზებას შეძლებს

by Salome Mumladze

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ინფორმაციით, 2 ივლისს ძალიან ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა წარდგენილ იქნა ევროკავშირში მთელი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის. ამ გეგმის ფარგლებში მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველო შეძლებს, მინიმუმ, 3.9 მილიარდი EUR-ს ოდენობის ინვესტიციის მოზიდვას, მიუთითებს ის.
ამის შესახებ ევროკომისარმა თბილისში, 7 ივლისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვარჰეის თქმით, „ჩვენი მიზანია, რომ სამეზობლოს ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საქართველოს მივეხმაროთ უფრო გამძლე, ძლიერი ეკონომიკის შექმნაში COVID-კრიზისის შემდეგ“ (ციტატა მოყვანილია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით).
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ჩვენ მზად ვართ, გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მილიარდ EUR-ს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის, საიდანაც 2.3 მილიარდი EUR იქნება გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი იქნება პროექტების და ინვესტიციების სახით, რომლებსაც მოვიზიდავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD).
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ დახმარების ფარგლებში საქართველოსთვის გათვალისწინებულია 1.18 მილიარდი EUR-ს მობილიზება გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი თანხა იქნება სესხი (ანუ ჯამში 3.9 მილირდი EUR).

საინფორმაციო სააგენტო სარკე
09.07.2021

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X