fbpx
Startseite » news_ge » EBRD, ევროკავშირი და პროკრედიტ ბანკი ქართული კომპანიების დაფინანსებას ზრდიან

EBRD, ევროკავშირი და პროკრედიტ ბანკი ქართული კომპანიების დაფინანსებას ზრდიან

by Salome Mumladze

პროკრედიტ ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) $10 მილიონს მიიღო.

რესურსი მიმართული იქნება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად, რათა მათ შეძლონ პროდუქციისა და სერვისების მოდერნიზება ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

მოსალოდნელია, რომ სესხების სულ მცირე 70% მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

ინვესტიციების განხორციელების პროცესში, მსესხებლები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

მსესხებლებს, რომლებიც წარმატებით განახორციელებენ ინვესტიციებს, უფლება ექნებათ, მიიღონ წამახალისებელი გრანტები სესხის 15%-მდე ოდენობით.

ProCredit Bank-ს ანალოგიური პირობებით მანამდე მიღებული ჰქონდა $23.4 მილიონის საკრედიტო ხაზი.

დღეისათვის EBRD-მა 5 მილიარდ EUR-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში 289 პროექტში, ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, საიდანაც 82% კერძო სექტორზე მოდის.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X