fbpx
Startseite » news_ge »  2025 წლის ბუნდესთაგის საერთაშორისო სტიპენდია (IPS)

 2025 წლის ბუნდესთაგის საერთაშორისო სტიპენდია (IPS)

by Salome Mumladze

გერმანიის ბუნდესთაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში ყოველ წელს დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.

ხართ ოცდაათ წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე? თავისუფლად საუბრობთ გერმანულად და ხართ პოლიტიკურად დაინტერესებული?

მაშინ, გააგზავნეთ განაცხადი 2024 წლის 31 ივლისამდე შემდეგ მეილზე: ips@tifl.diplo.de (PDF-დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს.)

პროგრამა გრძელდება 2025 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.

You may also like

X