fbpx
Startseite » news_ge » საქართველო UEFA 2024-ზე და მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის

საქართველო UEFA 2024-ზე და მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის

by Salome Mumladze

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა UEFA 2024-ზე და ტურნირს ძალიან ღირსეულად, მერვედფინალში გამოეთიშა. ეს იყო ფეხბურთის ისტორიაში დებიუტანტი გუნდის მიერ დაწერილი ახალი თავი, რომელსაც ფეხბურთელებმა მტკიცე შრომის შედეგად მიაღწიეს, რამაც მინდორზე გულშემატკივრების გული არამხოლოდ დაიპყრო, არამედ ძლიერი ეროვნული სიამაყეც გამოიწვია.

ფეხბურთის ციებცხელებაში მყოფი ქვეყანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებებმა მთელი ქვეყანა აღაფრთოვანა. საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები ქუჩებში, ბარებში და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ხმაურიანად ზეიმობდნენ და მადლობას უხდიდნენ ფეხბურთელებს მათი თავდაუზოგავი ბრძოლის გამო. საზოგადოებაში იგრძნობა ეროვნული ერთიანობისა და სიამაყით შექმნილი ატმოსფერო, სადაც ყველა ერთად აღნიშნავს ისტორიულ მიღწევას.

ნაკრების შთამბეჭდავმა ასპარეზობამ საერთაშორისო პრესისა და ქომაგების დადებითი შეფასებებიც გამოიწვია. გაიზარდა მათი დაინტერესება საქართველოს მიმართ, რასაც თავის მხრივ, შეუძლია პოზიტიური გავლენა იქონიოს ქართულ ეკონომიკაზეც.

ეკონომიკური გავლენა

საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულმა ასპარეზობამ, ევროპას არა მხოლოდ ნიჭიერი ფეხბურთელები, არამედ საქართველო, როგორც მიმზიდველი ქვეყანა, თავიდან აღმოაჩენინა. საგრძნობია გაზრდილი ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც შეიძლება ახლო მომავალში გამოიხატოს ტურიზმის სფეროსა და ახალი საერთაშორისო კომპანიების ქართულ ბაზარზე ოპერირებით.

კომპანიების ჩართულობა

საქართველოში კერძო სექტორის დიდმა თუ მცირე კომპანიებმა ეროვნული გუნდის მხარდასაჭერად საკუთარი პროდუქტები და სერვისებიც გამოიყენეს. ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებიც:

  1.  სასტუმროებმა (Pullman Tbilisi Axis Towers,  Swissotel Tbilisi , Golden Tulip Design Tbilisi , Sheraton Grand Tbilisi Meteche Palace , Radisson Blu Iveria Hotel  , Paragraph Freedam  Square , Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure, Tbilisi Philarmonic by Mercure , ibis Styles Tbilisi Center  )- ჩემპიონატის პერიოდში საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად სპეციალური პაკეტები შექმნეს, რომლებიც მოიცავდა მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას, სპეციალურ ღონისძიებებს და ქართული ტრადიციული სამზარეულოს პრომოციას.
  2. ქართულმა ლუდის კომპანიამზედაზენი – ჩემპიონატის მიმდინარეობისას მათ შემოიღეს სპეციალური სერია ლუდი სახელად “გამარჯვება”, რომელიც სიმბოლურად საქართველოს ეროვნული ნაკრების პატივსაცემად შეიქმნა.
  3. საქართველოს ბანკი – ბანკმა წამოიწყო კამპანია “ერთად გამარჯვებისკენ”, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საფეხბურთო აქციები და ბონუსები შემოიღეს მათი მომხმარებლებისთვის. აღსაღნიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკი ეროვნული ნაკრების ოფიციალური სპონსორია.

მომავლის ხედვა UEFA 2024-ის შემდეგ

მიმდინარე წარმატებებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქვეყნის კიდევ უფრო ნაყოფიერ მომავალს მტკიცე საფუძველი ჩაუყარა. მოთამაშეებმა და მათმა მხარდამჭერებმა აჩვენეს, რომ თავდაუზოგავი შრომით და გაზრდილი მოტივაციით შეიძლება გრანდიოზული შედეგების მიღწევა. საქართველო ამაყობს თავისი ეროვნული ნაკრებით და UEFA 2024-ზე მათი წარმატებებით. ეს წარმატებები არამხოლოდ სპორტული ტრიუმფია, არამედ სიმბოლოა ქვეყნის ერთიანობისა და მტკიცე ნებელობის.


ამგვარი ჩართულობა და მხარდამჭერი კამპანიები არა მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს ნაკრების წარმატებას, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, ზრდის ტურისტების და ინვესტიციების რაოდენობას, რაც საბოლოოდ ქვეყნის განვითარების პროცესს პოზიტიურად აისახება.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X