2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა”, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდნენ, სადაც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) რამდენიმე წევრმა, გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა კატეგორიაში. დაჯილდოვდნენ საუკეთესო პროექტები და კომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში, რომელთაც პრიზები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა გადასცეს.
თომას კიმესვენგერმა, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელმა დირექტორმა, კატეგორია „სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა“ -ს გამარჯვებულს „ზღაპარი“, პარტნიორობა ასოციაციასთან “ცხოვრების შანსი“, ჯილდო გადასცა.
DWV-ის წევრ კომპანიებს შორის დაჯილდოვდნენ: თეგეტა და თიბისი ბანკი
„თეგეტამ“გამარჯვება მოიპოვა პროექტით „მწვანე სტანდარტი“ კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“.
„თიბისი ბანკმა“ გაიმარჯვა ორ კატეგორიაში – „წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია“ და „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“.
ღონისძიება ჩატარდა CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში. ღონისძიების სპონსორები იყვნენ ასევე: სპონსორები: UN Women Georgia, Moore, Abc, ELEMENT HOLDING , Sarajishvili.