fbpx
Startseite » news_ge » არდის CSR აქტივობა რაჭის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის

არდის CSR აქტივობა რაჭის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, სადაზღვევო კომპანია არდი, კერძო ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი ის გამორჩეული კომპანიაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს საკუთარი საქმიანობის მაღალი სტანდარტებით განხორციელების პარალელურად, მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს ასევე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მხარდაჭერის ნაწილში CSR აქტივობების მიმართულებით.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არდი რაჭის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ესტუმრა და ემოციებით სავსე დღე აჩუქა, რომლის ინსპირაციაც თავად ბავშვების მიერ დასახელებული ყველაზე დიდი სურვილი იყო – ესწავლათ ქართული ცეკვა სუხიშვილების პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად.

არდიმ ეს სურვილი რეალობად აქცია და 1 ივნისს, ონის კულტურის სახლს სუხიშვილების აკადემიის წამყვან სოლისტთან ერთად ეწვია. მაღალმთიანი სოფლების: გლოლას, ღებისა და ჭიორაში მცხოვრებ ბავშვებს სუხიშვილების ბრენდული მაისურები გადაეცათ და ამავე მაისურებში გამოწყობილებს ქართული ცეკვის მასტერკლასი ჩაუტარდათ. ბავშვები დაეუფლნენ ლეგენდარული ანსამბლის უნიკალური ცეკვების – ,,ლაზურის” და ,,ილოურის” ილეთებს.

ქართული ცეკვის მასტერკლასის შემდეგ, არდი წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ გიორგი კეკელიძესთან ერთად მაღალმთიან სოფელ გლოლას საჯაროს სკოლას ესტუმრა. სადაც ბავშვებისთვის მოეწყო არდის სამახსოვრო წიგნების კუთხე, რომელიც საჩუქრად მიღებული ქართული და ინგლისურენოვანი წიგნებით ბავშვებმა თავად შეავსეს. ადგილზე გიორგი კეკელიძემ მოსწავლეებთან საგანმანათლებლო დისკუსიაც გამართა. არდი წიგნის კუთხეს სოფელ გლოლაში პერიოდულად განაახლებს ახალი გამოცემის წიგნებით.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X