fbpx
Startseite » news_ge » გამოფენა CENN-ისგან: „პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს“

გამოფენა CENN-ისგან: „პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს“

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი CENN 25 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მულტიმედიურ გამოფენას „პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს“ გალერეა „არტარეაში“ მართავს. გამოფენა ეძღვნება CENN-ის დამფუძნებლის ნანა ჯანაშიას ხსოვნას.

პროექტი გულისხმობს ბუნებასთან მეგობრულ თანამშრომლობას, მასზე ზრუნვას და მასთან კავშირის გაცნობიერებულ გაღრმავებას.  პროექტის ფარგლებში, ქართველი ხელოვანები წარმოადგენენ საკუთარ მხატვრულ ხედვებს ენერგიებისა და ენერგომატარებლების თემაზე, მათი სრულყოფისა და გაუმჯობესების გააზრებისას კი შეეხებიან კულტურის საფუძვლებს, მითოლოგიას, ორგანული მასალების ენასა და შესაძლებლობებს.

გამოფენა ორგანიზებულია კომპანია Gopa Intec-ისა და ორგანიზაცია CENN-ის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების „საქართველოს ენერგო სექტორის რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერა“ და „საქართველოს კლიმატის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გამოფენის გახსნა: 25 ივნისი, 18:00
მისამართი: არტარეა, დოდო აბაშიძის ქ. 10, თბილისი
კურატორი: ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X