გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიებმა, გრანთ თორნთონმა და Nexia Georgia-მ, 20 ივნისს მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო დასაქმების ფორუმში BTU • Business and Technology University – თან ერთად სტუდენტების მხარდასაჭერად!
ფორუმის ფარგლებში Nexia-სა და გრანთ თორნთონის ადამიანური რესურსების გუნდმა სტუდენტებს მათ კომპანიაში მიმდინარე სტაჟირების პროგრამების, ვაკანსიებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ნექსიასა და გრანთ თორნთონის გუნდი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას დასაქმების ფორუმში, რათა ხელი შეუწყონ სტუდენტებს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.