fbpx
Startseite » news_ge » როგორ ემზადებიან DWV-ს წევრი სასტუმროები წლის ყველაზე ამაღელვებელი საფეხბურთო ჩემპიონატისთვის?

როგორ ემზადებიან DWV-ს წევრი სასტუმროები წლის ყველაზე ამაღელვებელი საფეხბურთო ჩემპიონატისთვის?

by Salome Mumladze

გერმანია 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე, UEFA-ს 2024 წლის ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, იმატებს გულშემატკივართა მღელვარებაც. წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებულია, რადგან მასში საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს, სადაც ქართული გუნდი საქართველოს ბანკის სრული სპონსორიბით წარსდგება.



თბილისის საუკეთესო ადგილები ჩემპიონატის საყურებლად

თბილისში, წლის ამ გამორჩეული საფეხბურთო ღონისძიებისთვის, გამორჩეულად ემზადებიან. გერმანიის სტადიონებს მიღმა დარჩენილ მაყურებელს, ფეხბურთის საყურებლად საუკეთესო გარემოს შექმნას, უამრავი პრემიუმ-კლასის ლოკალი  ჰპირდება. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი სასტუმროები საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად შეკრებილ გულშემატკივარს, სპეციალურად ჩემპიონატისთვის მომზადებული პროგრამებით უმასპინძლებენ.

  • Pullman Tbilisi Axis Towers, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ლობი ბარში მისულ გულშემატკივარს, დიდ ეკრანზე მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის პარალელურად, დაუვიწყარ ატმოსფეროსა და სპეციალურად ამ დღეებისთვის შექმნილ, უგემრიელესი სასმელებისა და კერძებისგან შემდგარ მენიუს სთავაზობს.

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 577 58 21 12
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 37მ, თბილისი 0179

  • Swissotel Tbilisi სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის, Swiss Cafe Yardში  86 დიუმიან მონიტორს დადგამს და საგულშემატკივროდ შეკრებილ სტუმრებს გრილზე მომზადებული კერძებითა და  ჩამოსასხმელი ლუდით გაუმასპინძლდება. აქვე, ფეხბურთის გულშემატკივრებს სახალისო ვიქტორინა და პრიზებიც ელოდებათ.

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: +995 32 2 20 20 70
მისამართი: სოლიკო ვირსალაძის 3, თბილისი

  • Golden Tulip Design Tbilisi ისტორიულ თამაშებისთვის გამორჩეულად ემზადება და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. სასტუმრო,  18, 22 და 26 ივნისს, სპეციალურად ტურნირისთვის დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე,  ქართული თამაშების  პირდაპირ ტრანსლაციას, თბილისის ყველაზე ლამაზი ხედის ფონზე აანონსებს. საქართელოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მხარდასაჭერად შეკრებილ გულშემატკივარს Golden Tulip Design Tbilisi-ის რესტორანი  სპეციალური მენიუთი გაუმასპინძლდება.

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 0322 157 155
მისამართი: ქეთევან წამებულის გამზ. 37, თბილისი 0103

  • Sheraton Grand Tbilisi Meteche Palace საქართელოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველ ევროპულ ჩემპიონატსა და ქართულ თამაშებს 18, 22 და 26 ივნისს, კრაფტ ჰაუსის სივრცეს დაუთმობს, სადაც საგულშემატკივროდ მისულ სტუმრებს, სპეციალური მენიუთი და  ლუდის ფართო არჩევანით გაუმასპინძლდება.

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 577 21 30 34
მისამართი: თელავის ქ. 20. თბილისი 0103

  • Radisson Blu Iveria Hotel   UEFA 2024 ის ყველა თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს  და ფეხბურთის საყურებლად ფილინიში გვეპატიჟება.

დასაჯავშნად და დეტალებისთვის დარეკეთ ტელეფონზე: +995 322 402 222
მისამართი: 1 ვარდების რევოლუციის მოედანი, თბილისი 0108

  • Paragraph Freedam  Square თბილისის ტერასასა და ბარ – EARY, EURO 2024-ის მატჩების ჩვენებას უთმობს და ფეხბურთის მოყვარულებს, თბილისის შესანიშნავი ხედების ფონზე, 14 ივნისიდან, სასტუმროს მე-10 სართულზე ეპატიჟება.   დიდ ეკრანთან ერთად, აქ გელოდებათ ჩამოსასხმელი ლუდი და სპეციალური მენიუ, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა ფრანგმა შეფმა – სტეფან გორტინამ თქვენთვის შექმნა.

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ტელეფონზე:  +995 322 44 88 88
მისამართი: ლადო გუდიაშვილის 2, თბილისი

  • Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure  უეფას ევრო 2024-ის ყველა თამაშს რესტორან Wine & Fire-ში სახალისო პროგრამით უმასპინძლებს. ადგილზე მისულ გულშემატკივარს, განსაკუთრებულ გარემოსთან ერთად, მიშლენის ვარსკვლავის მქონე აღმასრულებელი შეფის მომზადებული კერძები  და  სპეციალური გასართობი თამაშები ელოდებათ: ის, ვინც თამაშის ანგარიშს წინასწარ გამოიცნობს, სასტუმრო უფასო ლუდით გაუმასპინძლდება.

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ტელეფონზე: T (+995) 032 244 11 11
მისამართი: ყაზბეგის გამზირი 15ა, თბილისი 0160

  • Tbilisi Philarmonic by Mercure UEFA 2024-ის ყველა თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს  და ფეხბურთის საყურებლად მისულ გულშემატკივარს, მყუდრო გარემოს რესტორან Muse-ში სთავაზობს. სტუმრებს აქ დახვდებათ სახალისო თამაშები, პრიზები  და მიშლენის ვარსკვლავის მქონე აღმასრულებელი შეფის მომზადებული კერძები.

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ტელეფონზე: T (+995) 032 244 77 77
მისამართი: მელიქიშვილის გამზირი 10პ, თბილისი 0179

  • ibis Styles Tbilisi Center  ევროპის ჩემპიონატს განსაკუთრებულად მომზადებული ხვდება და ფეხბურთის გულშემატკივარს, ჩემპიონატზე მორგებულ სპეციალურ პროგრამას სთავაზობს: 10%-იანი ფასდაკლება მენიუზე, უეფას ევრო 2024-ის ყოველი თამაშის დროს, უფასო ლუდი ანგარიშის წინასწარ გამოცნობისთვის და ა.შ. უეფას ევრო 2024-ის ყველა თამაში, აქ Rum Roof Kitchen Bar-ში გაშუქდება.

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ტელეფონზე:  T (+995) 32 200 24 24
მისამართი: ტაბიძის ქუჩა 4გ, თბილისი 0105

 

DWV-გუნდი გისურვებთ დაუვიწყარ ევროპის ჩემპიონატსა და თქვენთვის სასურველი ნაკრების წარმატებულ ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე!

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X