Startseite » news_ge » START. UP! GERMANY TOUR 2022

START. UP! GERMANY TOUR 2022

by Salome Mumladze

Start.up Germany Tour 2022-ის ფარგლებში, არაერთმა ქართულმა სტარტაპ კომპანიამ ისარგებლა შესაძლებლობით, წარმოეჩინა თავი ქართულ Pitch Event-ზე და ამით კვალიფიკაცია აემაღლებინა საერთაშორისო კონკურსისთვის გერმანიაში.

21 ივნისს ხუთი ქართული კომპანია შეირჩა, რომლებიც წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: Green Tech, Logistics & Mobility და Industrial Solutions.

შერჩეული სტარტაპები აგვისტოს დასაწყისში გაემგზავრებიან ბაქოში, რათა თავიანთი ბიზნეს-იდეებით წარსდგნენ მომდევნო პიტჩ-ღონისძიებაზე.

გერმანია-საქართველოსა და გერმანია-აზერბაიჯანის ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადაწყდა AHK-ბაქოსთან ერთობლივი პიტჩ-ღონისძიების ჩატარება. აქედან გამომდინარე, ადგილზე გამოვლინდება ერთი ქართული და ერთი აზერბაიჯანული გამარჯვებული მონაწილე, რის შედეგადაც ორივე გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო სტარტაპ კონკურსში.

ქართული მხრიდან ბაქოს ტურში შემდეგი სტარტაპები მიიღებენ მონაწილეობას: Costy, Corvis, DG Systems, Styx, Voovoo.

ჟიურის წევრის და GITA-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანი ვაშაყმაძის, ორგანიზებით, ქართველი მონაწილეები ბაქოს პიტჩ-ღონისძიებისთვის მოსამზადებელ ტრენინგს გაივლიან. შეთავაზება მოიცავს სტარტაპების მომზადებას ბაქოში მომავალი პიტჩისთვის და ამით მათი პრეზენტაციის უნარების დახვეწას, რაც დიდი ენთუზიაზმით იქნა მიღებული.

You may also like

X