fbpx
Startseite » news_ge » DWV გახდა Learntec-ისა და Eurovino-ს ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიაში

DWV გახდა Learntec-ისა და Eurovino-ს ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიაში

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) ცოტა ხნის წინ გახდა Messe Karlsruhe-ის ორი მნიშვნელოვანი გამოფენის, Learntec-ისა და Eurovino-ს, ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიაში (სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი). ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გერმანიისა და კავკასიის ქვეყნების შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისკენ. ამ ახალი პარტნიორობით, DWV აძლიერებს თავის როლს, გერმანულ და ადგილობრივ ბიზნესებს შორის და ხელს უწყობს ცოდნისა და ინოვაციების გაცვლას რეგიონში.

Learntec:

Learntec, ევროპაში ყველაზე დიდი ციფრული განათლების ღონისძიება, გაიმართება 2025 წლის 06-08 მაისს კარლსრუეში. ეს გამოფენა განსაკუთრებით საინტერესოა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, IT ექსპერტებისთვის, ციფრული განათლების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის და პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც აინტერესებთ განათლების სფეროში უახლესი ტექნოლოგიები და მეთოდები. Learntec უზრუნველყოფს პლატფორმას, სადაც წარმოდგენილი იქნება ინოვაციური პროდუქტები და მომსახურებები, რომლებიც ხელს უწყობენ განათლების სფეროში ციფრულ ტრანსფორმაციას.

Eurovino:

Eurovino, ღვინის საერთაშორისო გამოფენა, გაიმართება 2025 წლის 9-10 მარტს კარლსრუეში. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს, გააერთიანოს მეღვინეები, ღვინის მოვაჭრეები, სომელიეები და ყველა ის ადამიანი, ვინც ღვინის სფეროში მუშაობს. Eurovino წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას ახალი ბაზრების დასაკავებლად, ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად და ღვინის სამყაროში უახლესი ტენდენციებისა და პროდუქტების გასაცნობად.

პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაწილეობით ან დამატებითი ინფორმაციის მიღებით ამ გამოფენებზე, შეუძლიათ მიმართონ ამ გამოფენების საკონტაქტო პირს, ქალბატონ სალომე მუმლაძეს ელექტრონულ ფოსტაზე salome.mumladze@dwv.ge.

You may also like

X