fbpx
Startseite » news_ge » CENN და ეზო ფესტივალი: მდგრადი საქართველოსთვის.

CENN და ეზო ფესტივალი: მდგრადი საქართველოსთვის.

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი CENN, ცნობილია გარემოს დაცვის, მდგრადი  განვითარებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისათვის,  მისი პასუხისმგებლიანი მიდგომებითა და “მწვანე ღონისძიებების” აქტიური ხელშეწყობით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა   ეზო ფესტივალი 2024-ის ეკოლოგიურად ჩატარებაში.

ფესტივალის ინიციატივას, გახდეს პირველი მდგრადი ფესტივალი საქართველოში და ხმარებიდან ამოიღოს პლასტმასის ბოთლები, საწრუპები და დაახარისხოს შუშა ხელმეორედ გამოყენებისათვის, CENN-მა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ფესტივალის სივრცეში, პლასტმასის ბოთლებისა და ჩხირების გადასაყრელად და ასევე მინის  გადასამუშავებლად 40  დასახარისხებელი კუთხე მოაწყო, დახარისხების პუნქტების მოწყობა, დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით,  (LEAD)  „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) პროექტის ინიციატივის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში.

განხორციელებული პროექტი, მაგალითია სხვა ღონისძიებებისთვის და ხელს შეუწყობს, რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენების პოპულარიზაციას საქართველოში.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X