fbpx
Startseite » news_ge » CENN Pledging Competition – Beat Plastic Pollution

პლასტიკური დაბინძურების წინააღმდეგ

პლასტმასი ჩვენს ეკონომიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში საყოველთაო მოხმარების მასალად იქცა. მიუხედავად ამისა, მისი დამზადების, გამოყენებისა და განადგურების წესი ზიანს აყენებს გარემოს, ეკონომიკასა და ადამიანის ჯანმრთელობას.

დღესდღეობით, პლასტმასის დაბინძურება და, განსაკუთრებით, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის დაბინძურება (SUP) მთავარ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. ყოველწლიურად, მილიონობით ტონა SUP პროდუქცია გამოიყოფა გარემოში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SUP-ის ფართო გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გარემოს დაბინძურებას (ნაგავი ხმელეთსა და ზღვაზე) და ეკონომიკურ ზიანს აყენებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: ტურიზმი, თევზაობა და გადაზიდვები.

CENN იწყებს კონკურსს “Beat Plastic Pollution Pledging Competition”, რომლის მიზნებიცაა:

  • კომპანიებისა და ორგანიზაციების წახალისება, თავიდან აიცილონ ან შეამცირონ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების (SUP) მოხმარება და შეცვალონ ისინი გამძლე პროდუქტებით;
  • მწვანე გადაწყვეტილებებისადმი ერთგული კომპანიებისა და ორგანიზაციების ხელშეწყობა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შეგიძლიათ, ასევე, გაეცნოთ CENN-ის პრეზენტაციას პლასტიკური დაბინძურების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

ანა თაყვარელია

პროექტის მენეჯერი

მობილური: +995 599087703

ფოსტა: nana.takvarelia@cenn.org

ნათელა ლაგურაშვილი

პროექტის კოორდინატორი

მობილური: +995 571340044

ფოსტა: natela.lagurashvili@cenn.org

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X