fbpx
Startseite » news_ge » ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 სადგურს შეიძენს

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 სადგურს შეიძენს

by Salome Mumladze

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 სადგურს შეიძენს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 სადგურის შეძენა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში განხორციელდება.

სამინისტროს ცნობით, პროექტი ასევე ითვალისწინებს რეფერენტული ლაბორატორიის შექმნას, მოდელირებისა და პროგნოზირების შესაძლებლობების გაძლიერებას, ინდუსტრიული ემისიების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას და მიზნობრივ ტრენინგებს.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X