Startseite » news_ge » 29 მარტიდან ავიაკომპანია Lufthansa ზრდის ფრენების სიხშირეს

29 მარტიდან ავიაკომპანია Lufthansa ზრდის ფრენების სიხშირეს

by Salome Mumladze
Lufthansa_Airlines_Air

2021 წლის 29 მარტიდან აპრილის ბოლომდე ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს ფრენებს გაზრდილი სიხშირით (4 ფრენა კვირაში) მიუნჰენი-თბილისის მონაკვეთზე, ხოლო მაისში შესრულდება 5 ფრენა.

მიუნჰენიდან თბილისის მიმართულებით ფრენა შესრულდება ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას (გამოფრენა მიუნჰენიდან 22:15 საათზე ადგილობრივი დროით. ჩამოფრენა თბილისში მომდევნო დღეს 04:05 საათზე ადგილობრივი დროით)

თბილისიდან მიუნჰენის მიმართულებით ფრენა შესრულდება ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს (გაფრენა თბილისიდან 05:05 საათზე ადგილობრივი დროით. ჩაფრენა მიუნჰენში 07:15 საათზე ადგილობრივი დროით).

გერმანიაში შესვლის შესახებ რეგულაციების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს

You may also like

X