საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლი ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი. ასევე მოთხოვნის შემთხვევაში გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.
დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში.
სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-15/ნ ბრძანებით განისაზღვრა.
ბრძანება ამოქმედდება 2021 წლის 1 მარტიდან.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე