fbpx
Startseite » news_ge » თიბისის ახალი კონცეფციის ფილიალები

თიბისის ახალი კონცეფციის ფილიალები

by Salome Mumladze

თიბისი ბანკმა ახალი კონცეფციის ფარგლებში 6 განახლებული ფილიალი გახსნა, რომლებიც თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. ფილიალებში მომხმარებლები  ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს იხილავენ, რომლებიც კედლებზეა გადატანილი და ორიგინალურად ერწყმის ფილიალების ახლებურ დიზაინს. ამავდროულად, ახალი კონცეფციის ფილიალები მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის ინტერესებსა და კომფორტს.

როგორც თიბისიში ამბობენ, ფილიალების განახლების პროექტზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან პირველი სივრცეები გაიხსნა. ამ ეტაპზე 6 ახალი ფილიალი უკვე ემსახურება მომხმარებლებს თბილისში. 2021-ში ასეთივე განახლებები დაგეგმილია რეგიონებშიც. ახალი ფილიალების კონცეფცია მოდულარულობის და სიმარტივის პრინციპზეა აგებული. გარემო მოქნილია როგორც კლიენტებისთვის, ისე ბანკის თანამშრომლებისთვის, რაც ფილიალში სტუმრობის გამოცდილებას მაქსიმალურად კომფორტულს, სწრაფს და სასიამოვნოს ხდის.

„თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა და ვცდილობთ, ჩვენს ყველა პროდუქტს თუ მომსახურებას ამ ჭრილში შევხედოთ. მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს, ვიღებთ მათგან უკუკავშირს და კომპანიაც შესაბამისად ვითარდება.“ – აღნიშნავენ ბანკში.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X