fbpx
Startseite » news_ge » შეზღუდვების მოხსნის გეგმა გამოცხადდა

შეზღუდვების მოხსნის გეგმა გამოცხადდა

by Salome Mumladze
covid-restrictions-in-georgia

საკოორდინაციო საბჭომ 2021 წლის 24  თებერვალს გადაწყვიტა, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნება. გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

25 თებერვლიდან:

  • იხსნება სამთო-სათხილამურო კურორტები;
  • მუშაობას იწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

1-ლი მარტიდან:

  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას განაახლებენ;
  • ბათუმში რესტორნები სტუმრებს მიიღებენ შიდა სივრცეებში (შაბათ-კვირის გარდა);
  • შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება.

8 მარტიდან:

  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა (სავაჭრო მოლები, ბაზრობები) შაბათ-კვირის ჩათვლით, მუშაობას განაახლებენ;
  • მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);
  • ამუშავდება სამთ-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები.

15 მარტიდან:

  • უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ;
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ;
  • ამუშავდება სასკოლო წრეები;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ.

1-ლი აპრილიდან:

  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები სრულად აღადგენენ მუშაობას.

გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც მოქალაქეებს PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით ჩამოსვლა შეუძლიათ, დაემატა აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი.

გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე კლავ ძალაში რჩება.  

You may also like

X