fbpx
Startseite » news_ge » გრანთ თორნთონ საქართველო: შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების გაუმჯობესებისთვის

გრანთ თორნთონ საქართველო: შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების გაუმჯობესებისთვის

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, გრანთ თორნთონ საქართველო კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან (CIPE) თანამშრომლობის  ფარგლებში აგრძელებს პროექტს – “შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობა დამსაქმებელების ცნობიერების ასამაღლებლად“, რომელიც ხორციელდება ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გრანთ თორნთონის გამოცდილი ექსპერტები აქტივობებს უფასოდ ჩაატარებენ ქუთაისში, 30 ნოემბერს.  ტრენინგი განკუთვნილი იქნება დამსაქმებლებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტარტაპებისთვის, ქალებისთვის ბიზნესში.

პროექტის მიზანია დამსაქმებლების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების, სტარტაპების, ქალებისა და ახალგაზრდების/სტუდენტების ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობის შესახებ.

საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს განვითარების მხარდასაჭერად, გრანთ თორნთონი დაეხმარება ადგილობრივ დამსაქმებლებს უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნაში. ეს ინიციატივა განაპირობებს ბიზნესის არა მხოლოდ შესაბამისობას საკანონმდებლო სტანდარტებთან, არამედ ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო და სამართლიან სამუშაო პირობების არსებობას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 28 ნოემბრის ჩათვლით ამ ბმულზე. 

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით,  მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 73,000 თანამშრომელი, 150 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X