fbpx
Startseite » news_ge » Schmitz Cargobull 2025 წლის გერმანიის მდგრადობის ჯილდოს მფლობელია

Schmitz Cargobull 2025 წლის გერმანიის მდგრადობის ჯილდოს მფლობელია

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, Schmitz Cargobull, ცნობილ გერმანიის მდგრადობის ჯილდოზე, 2025 წლის მდგრად კომპანიად დასახელდა. კომპანია გერმანიაში, ამ ჯილდოს მოპოვებით მობილობისა და ლოგისტიკის კატეგორიაში მდგრადი განვითარების 100 წამყვან ლიდერთა სიაში შევიდა.

მდგრადობა, როგორც ინოვაციის მამოძრავებელი ძალა
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეას შმიცი, მიღებული ჯილდოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს: „უკვე ოთხი თაობაა, რაც მდგრადობა ჩვენი კომპანიის სტრატეგიის მთავარ ბირთვს წარმოადგენს. ის ინოვაციების გენერირებას უწყობს ხელს და შთაგვაგონებს, რომ პრაქტიკული და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ეს ჯილდო ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდი მზადაა დეკარბონიზაციის გამოწვევებს გაუმკლავდეს. “
Schmitz Cargobull ეკონომიკურ ეფექტურობასა და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას ეფექტურად აერთიანებს. ეს ჯილდო მოწმობს, რომ კომპანია მდგრადი მობილობისა და ლოგისტიკის სფეროში წამყვან როლს ასრულებს.

ევროპის ლიდერი მწარმოებელი
57,100-
იანი წლიური წარმოებით  და დაახლოებით 6,800 თანამშრომლით, Schmitz Cargobull AG არის ევროპის წამყვანი  კომპანია, რომელიც აწარმოებს ნახევარმისაბმელებს, მისაბმელებსა და  სპეციალურ ტვირთის გადამზიდ მაცივრიან კონტეინერებს. როგორც ინდუსტრიის პიონერმა, ჩრდილოგერმანულმა კომპანიამ, ადრევე შეიმუშავა ბრენდის ყოვლისმომცველი სტრატეგია და თანმიმდევრულად ჩამოაყალიბა ხარისხის სტანდარტები ყველა დონეზე, რაც გულისხმობს: კვლევებს, წარმოების განვითარებას, ხელშეკრულებების დადებას, ტელემატიკას, დაფინანსების საკითხებს, სათადარიგო ნაწილებისა და მეორადი მანქანებს.

ექსპანსია კავკასიაში
შპს Schmitz Cargobull Georgia მთელს კავკასიაში არის ლიდერი კომპანია, რომელიც მდებარეობს თბილისის ახლომდებარე რეგიონში, გარდაბანში. იგი ადგილობრივ მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ მხარდაჭერას მთელი კავკასიის მასშტაბით  და სთავაზობს: ახალ და მეორად მისაბმელებს სატვირთო ტრანსპორტისთვის, სამშენებლო ინდუსტრიისთვის, მაცივრიანი ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობისთვის. სერვისების ეს სპექტრი ძირითადად ფარავს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X