2024 წლის მესამე კვარტალი საქართველოში ტურიზმის სფეროსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. Galt&Taggart-ის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა. 8.3%-ით გაიზარდა წლიურიად ვიზიტორების რიცხვიც, ხოლო ერთი დღით ჩამოსული სტუმრების რაოდენობა საერთო ჯამში 15.2%-ით შემცირდა.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ საერთო ჯამში, 4მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით 100.1%-ით მეტია, აქედან მესამე კვარტალში ზრდა კი -100.3%-ია. მესამე კვარტალში, ყველაზე მეტი 294.6 მლნ დოლარი რუსეთიდან შემოსულმა მოგზაურებზე ფიქსირდება. 210.1 მლნ დოლარის შემოსავალი საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისგან მიიღო; ხოლო 191.1 მლნ აშშ დოლარი თურქეთიდან შემოსულმა მოგზაურებმა დახარჯეს.
ამ დროის მონაცემებით საქართველოს 2024 წელს ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდან ეწვია, რომელთა რიცხვი მთლიანი რაოდენობის 65.6%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ, ევროკავშირიდან ტურისტთა რიცხვი შემცირდა 1.2%-ით წელიწადში, რაც მთლიანი რაოდენობის 7%-ს შეადგენს.