fbpx
Startseite » news_ge » BDO Academy-მ სწავლების ელექტრონული მართვის (LMS) პლატფორმა დანერგა

BDO Academy-მ სწავლების ელექტრონული მართვის (LMS) პლატფორმა დანერგა

by Salome Mumladze

დღევანდელ სწრაფად მზარდ ბიზნეს სამყაროში, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ორგანიზაციებისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება და ადაპტირება ახალ ტექნოლოგიებთან თუ პრაქტიკებთან.

ბოლო წლებში, ელექტრონული სწავლების დანერგვამ მთლიანად შეცვალა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების ჩატარების პროცესი. აღნიშნული სწავლების ინოვაციურმა მიდგომამ, ტრადიციული მეთოდების უფრო მოქნილი და მოსახერხებელი გზით მიწოდებით, გაამარტივა სამუშაო ადგილზე კვალიფიცირების პროცესი.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრმა (DWV), BDO Academy-მ, სწავლების ელექტრონული მართვის მიმართულება დანერგა და ორგანიზაციებს შესთავაზა, პერსონალიზებული და საინტერესო სასწავლო გამოცდილება, რაც ეხმარება ბიზნესებს გაამარტივონ შიდა ორგანიზაციული სწავლება, გაზარდონ თითოეული თანამშრომლის ჩართულობა სასწავლო პროცესში, შეინარჩუნონ ცოდნა და ეფექტურად განავითარონ ახალი უნარები. სწავლების აღნიშნული ციფრული მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა პროდუქტიულობას, რაც აისახება ბიზნესის საერთო წარმატებაზე.

სწავლების ელექტრონული პლატფორმის შედეგები:

სწავლების ელექტრონული მართვის (LMS) პლატფორმის დანერგვით ორგანიზაციებში ციფრულდება და ავტომატიზირდება თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროცესები, კერძოდ:

  • მარტივდება თანამშრომელთა ტესტირებებისა და ატესტაციების პროცესი
  • იწყობა ახალი თანამშრომლის ადაპტაციის (Onboarding) პროცესი
  • ორგანიზდება და ელექტრონულდება სასწავლო მასალები და კურსები
  • პერსონალიზდება თანამშრომელთა სასწავლო პროცესები მათი პოზიციური თუ ინდივიდუალური სასწავლო ბილიკების გამოყენებით
  • იქმნება შიდა დოკუმენტების საერთო სივრცე
  • იზრდება თანამშრომელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.

აღნიშნული პროგრამული მხარდაჭერის გარდა, BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების გუნდი ორგანიზაციებს სთავაზობს ელექტრონული კურსების შექმნის მომსახურებას, რაც გულისხმობს მიწოდებული მასალის საფუძველზე ეფექტური და ინტერაქციული ელექტრონული სატრენინგო მასალების შექმნას, რომელიც შეუფერხებლად დაინტეგრირდება ორგანიზაციის ელექტრონული სწავლების მართვის პლატფორმასთან (LMS) და უზრუნველყოფს თანამშრომელთა დადებით გამოცდილებას სწავლება-განვითარების პროცესში.

LMS პლატფორმების გამოყენებით ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ნაკლები დროითი თუ ფულადი დანახარჯებით მოიცვან თანამშრომელთა სრული სპექტრი გეოგრაფიული არეალის მიუხედავად. სწავლების ელექტრონული პლატფორმა განსაკუთრებით სარგებლიანია, ისეთი კომპანიებისთვის, სადაც დანერგილია ადამიანური კაპიტალის ადაპტაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები როგორებიცაა – ონბორდინგი, სტაჟიორთა სავალდებულო ტრენინგები, პროდუქტებისა თუ სერვისების შემსწავლელი კურსები, უნარების გაუმჯობესების სწავლებები, სასერტიფიკატო გამოცდები და პოზიციაზე მიბმული თუ ინდივიდუალური სასწავლო ბილიკები.

თანამშრომელთათვის სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობების მიწოდებამ შესაძლოა გაზარდოს მათი სამუშაო კმაყოფილება, პროდუქტიულობა და გააუმჯობესოს თანამშრომელთა შენარჩუნების მაჩვენებელი ორგანიზაციაში. თანამშრომელთა ახალი უნარებითა და ცოდნით აღჭურვით იზრდება მათი პოტენციალი და კომპანიაში წინსვლის შესაძლებლობა, რაც მომგებიანია ყველა მონაწილისთვის.

ქართულ ბაზარზე BDO Academy-ისთან აღნიშნული LMS პროდუქტით წარმატებით თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი – „ისი-პარი“, „ნიკორას“ ხორცპროდუქტების წარმოება, „ნუტრიმაქსი“ – ცხოველებისა და ფრინველების კვების წარმოება-ვაჭრობა, ქართული ტელეკომ კომპანია – „სელფი მობაილი“, ტექნიკის მაღაზია – „ალტა“, „ტერაბანკი“ და სხვა.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X