Phage Therapie Georgia პაციენტებს სთავაზობს ალტერნატიულ თერაპიას
მრავალრეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს თერაპია
მათთვისაა, ვისაც ანტიბიოტიკები ვერ ეხმარება.
ფაგოთერაპია არის თერაპიული მეთოდი, რომელიც იყენებს ბაქტერიოფაგებს –
ვირუსებს, რომლებიც ბუნებაში ბუნებრივად გვხვდება – კონკრეტული
პათოგენური ბაქტერიების მიზანმიმართული განადგურებისთვის. ეს მკურნალობა
ანტიბიოტიკებისგან იმით განსხვავდება, რომ იბრძვის მხოლოდ პრობლემური
ბაქტერიების წინააღმდეგ და ინარჩუნებს პაციენტის მიკრობული ფლორის ბალანსს
გვერდითი ეფექტების გარეშე. საქართველოში ეს ინოვაციური მიდგომა გამოიყენება
უკვე 100 წელზე მეტია, განსაკუთრებით ანტიბიოტიკრეზისტენტული ინფექციების
სამკურნალოდ, როგორიცაა მრავალრეზისტენტული შტამები: Escherichia coli,
Klebsiella და Staphylococcus aureus-ისგან გამოწვეული ინფექციები.
ფაგოთერაპია იმ პაციენტებისთვის ხშირად ბოლო იმედს წარმოადგენს, ვისაც ყველა
სხვა მეთოდი ამოწურული აქვს და ვერ პოულობს მკურნალობის საშუალებას.
Phage Therapie Georgia- სამედიცინო ტურიზმის სპეციალისტებისგან შემდგარი
გუნდი-, თანამშრომლობს წამყვან ინსტიტუტებთან, როგორიცაა მაგ. ელიავას
ინსტიტუტი, რომლებიც პაციენტებს ეხმარებიან, მკურნალობაზე წვდომის
გაუმჯობესებაში და უზრუნველყოფენ ასევე, სრულ მხარდაჭერას მათი
საქართველოში ჩამოსვლიდან მკურნალობის დასრულებამდე. Phage Therapie
Georgia მართავს კონსულტაციებსა და შეხვედრებს ქართველ ექიმებთან, რათა
სამედიცინო პროცესი მაქსიმალურად მარტივი და უსაფრთხო გახადოს
პაციენტებისთვის მთელი მკურნალობის პროცესის განმავლობაში. სამშობლოში
დაბრუნების შემდეგაც კომპანია რჩება პაციენტებთან კავშირზე, აკვირდება მათ
ჯანმრთელობის მდგომარეობას და კოორდინაციას უწევს მათ ადგილობრივ
ექიმებთან.
ფაგოთერაპიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ
phagetherapygeorgia.eu/ge.