გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა, Nexia Georgia-მ, ქსელის საერთაშორისო კონფერენციაზე, 800-მდე ოფისს შორის, “წლის კომპანიის / The Firm of the Year” პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ქართული ოფისი ერთადერთი ფირმაა ქსელში, რომელმაც ღონისძიების მთავარი ჯილდო მეორედ მოიპოვა.
„წლის კომპანიის“ ჯილდო იმ კომპანიების აღიარებას ისახავს მიზნად, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქსელის განვითარებაში, წარმატებით პოზიციონირებენ ადგილობრივ ბაზარზე და მუდმივად ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის. წლევანდელ დაჯილდოების კრიტერიუმებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას, იდებიისა და გამოცდილების გაზიარებას სხვა წევრი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით, Nexia-ს შეხვედრებისა და კონფერენციების ფარგლებში.
კომპანიამ 2024 წელს, 10 წლის იუბილე აღნიშნა და საუბილეო ღონისძიებათა სერია მნიშვნელოვანი სიახლით, აუდიტორული კომპანიების რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადასვლით დახურა.