fbpx
Startseite » news_ge » “BAYERN – FIT FOR PARTNERSHIP (BFP)”

“BAYERN – FIT FOR PARTNERSHIP (BFP)”

by Salome Mumladze

2022 წლის 12-16 სექტემბერს, ბავარიის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის “Bayern – Fit for Partnership (BFP)“ ფარგლებში, კვლავ განხორციელდა დელეგაციის ვიზიტი ბავარიაში. წლევანდელი პროექტის თემა იყო „დანადგარები და ტექნოლოგიური სიახლეები სურსათისა და სასმელების წარმოებისა და შეფუთვისთვის “.

ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ბავარიულ კომპანიებსა და პოტენციურ პარტნიორებს, ასევე, მათი მაღალი ხარისხის პროდუქტებს, მომსახურებასა და კონცეფციებს. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა მსოფლიოში ცნობილი drinktec გამოფენა დაათვალიერეს. ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის სახელმწიფო ინსტიტუტში (LWG) ბავარიელმა ექსპერტებმა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. კომპანიებში ვიზიტის შემდეგ, მონაწილეებმა შეძლეს თავიანთი ბიზნეს გეგმებისა და ბავარიულ კომპანიებთან შესაძლო თანამშრომლობის განხილვა.

ღონისძიება ჩატარდა Bayern International-ის მხარდაჭერით და Herbertz Dairy Food Service-ისა და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების თანამშრომლობით.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X