fbpx
Startseite » news_ge » მარტში კვირაში 70-მდე რეგულარული სამგზავრო ფრენა განხორციელდება

მარტში კვირაში 70-მდე რეგულარული სამგზავრო ფრენა განხორციელდება

by Salome Mumladze
flugzeug

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, „მარტის განმავლობაში, კვირაში 70-მდე რეგულარული სამგზავრო ფრენა განხორციელდება“. ხოლო ზაფხულში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200 ფრენამდე გაიზრდება.

თურნავას ინფორმაციითვე, ფრენები უკვე განაახლეს Ukraine International Airlines, Flydubai, Air Arabia, ხოლო Turkish Airlines, Pegasus Airline, Qatar Airways – გაზარდეს ფრენის სიხშირე. Wizz Air კი ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან მარტის ბოლოდან განაახლებს და კვირაში 45 რეისს 20 მიმართულებით გეგმავს, განაცხადა მან.

გარდა ამისა, მარტის ბოლოდან ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბისა და ქუთაისს შორის კვირაში 2 სიხშირით, განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ფრენებს ასევე დაიწყებს Buta Airways ბაქოსა და თბილისს შორის და ასევე განახლდება ყაზახური ავიაკომპანიების ფრენები.

საინფორმაციო სააგენტო სარკე
05.03.2021

You may also like

X