fbpx
Startseite » news_ge » თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის რესტორნებისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის რესტორნებისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

by Salome Mumladze

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის რესტორნების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება.

სუბსიდირების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის და ცენტრალური მთავრობა მზადყოფნას გამოხატავს, მხარი დაუჭიროს მას.

ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5,000 ლარით, ხოლო ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში – 10,000 ლარით.

საინფორმაციო სააგენტო სარკე
05.03.2021

ამ ბმულზე ნახეთ ინფორმაცია კიდევ ერთი სუბსიდირების პროგრამის შესახებ.
აღნიშნულ პროგრამას, საბანკო სესხებთან ერთად, დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აღებული სესხების სუბსიდირებასაც

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X