Startseite » news_ge » სესხების სუბსიდირება რესტორნებისა და კვების ინდუსტრიისთვის

სესხების სუბსიდირება რესტორნებისა და კვების ინდუსტრიისთვის

by Salome Mumladze
Restaurant

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, რესტორნებისა და კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებს 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით შეეძლებათ გააკეთონ განაცხადი, რათა 6 თვის განმავლობაში მათ მიერ აღებული სესხების პროცენტის სუბსიდირება სახელმწიფომ განახორციელოს. შესაბამისი ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამაში შევიდა.

პროგრამას, საბანკო სესხებთან ერთად, დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აღებული სესხების სუბსიდირებასაც. ამასთან, თუ აქამდე სუბსიდირება შეეხებოდა 2020 წლის 1 მარტამდე აღებულ სესხებს, ახლა პროგრამა გავრცელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაცემულ სესხებზეც.

მინისტრის ინფორმაციით, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება, რესტორნებთან ერთად, შეეხება ასევე სპორტის ინდუსტრიას, სპორტულ ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებს.

You may also like

X