საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ახალ აქციას, გზავნილების გათამაშებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ყოველ დღე 100 ლარის მოგება. გარდა ამისა, თამაშდება სუპერ პრიზი – ბინა ვივა დეველოპმენტის დიღმის კომპლექსში.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად და 100 ლარის მოსაგებად საჭიროა, ბანკში განაღდებული გზავნილის თანხის ჯამური მოცულობა 1 დღის განმავლობაში აღემატებოდეს ყველა სხვა მომხმარებლის გზავნილს. იგივე პრინციპი მოქმედებს სუპერპრიზის გათამაშებისას იმ განსხვავებით, რომ გზავნილების ჯამური თანხა ერთი თვის განმავლობაში დაითვლება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს