Startseite » news_ge » პარლამენტში რესტრუქტურიზაციის შედეგად გამოიყოფა კულტურის კომიტეტი

პარლამენტში რესტრუქტურიზაციის შედეგად გამოიყოფა კულტურის კომიტეტი

by Salome Mumladze
sakartvelos gerbi

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ორ უწყებად ჩამოყალიბების პარალელურად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ორ ნაწილად დაიყოფა.

შესწორებების პროექტი განსახილველად მზად არის. შესწორების პროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი გამოიყოფა კულტურისგან. შესაბამისად, კულტურის კომიტეტი შეიქმნება, როგორც ცალკე კომიტეტი. ცვლილებების პროექტის ავტორია მამუკა მდინარაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ხოლო პროექტის ინიციატორი თავად ფრაქციაა.

კულტურის წარმომადგენელთა, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი სექტორის ინტერესების პოპულარიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  ამავდროულად, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა უფრო წარმატებულად განსაზღვროს კულტურის პოლიტიკის მიმართულებები და ეფექტურად განახორციელოს საკანონმდებლო საქმიანობა, მიზანშეწონილია შეიქმნას ცალკეული კულტურის კომიტეტი, – განმარტავს პროექტის ავტორი.

You may also like

X