გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი იურიდიული ფირმა BLC law Office აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია გამიზნულია იმ სტუდენტთა წასახალისებლად, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით და აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ სასწავლო სტიპენდია, რომელიც გაიცემა აკადემიური სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. შესარჩევ კანდიდატთა შეფასება განხორციელდება აკადემიური მოსწრებით და ქვემოთ მოცემული დამატებითი კრიტერიუმებით.
- სტიპენდიის მოპოვებას შეძლებს კონკურსში მონაწილე 2 კანდიდატი;
- სტიპენდიის ოდენობა: 1500 ლარი;
- დოკუმენტების გამოგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 10 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე.