fbpx
Startseite » news_ge » „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება

by Salome Mumladze

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ამ კვირაში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება და წარმოდგენილი იქნება 150-მდე ლოტი. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წინა აუქციონზე გამოტანილი საერთო ჯამური 41 მილიონი ლარის (საწყისი ფასი) პაკეტი, რომელიც 250-ზე მეტი ლოტს მოიცავდა, გაიყიდა 60 მილიონ ლარად.

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გაფართოვდა და საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაყიდი ობიექტების რუკას დაემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები. ჯამში, სახელმწიფო ბიზნესსექტორს 400 მილიონ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს.

მინისტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი 150 ქონებიდან ნახევარზე მეტი სრულიად ახალი ობიექტია, რომელიც პირველად გამოდის გასაყიდად, დანარჩენი აქამდეც იყო შეთავაზებული აუქციონზე.

  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული, კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო
  • ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა

მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, დაუბრუნდეს პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას და შეინარჩუნოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X