Startseite » news_ge » აბასთუმანში აჭარა ჯგუფი $13.5 მლნ. ინვესტიციას განახორციელებს

აბასთუმანში აჭარა ჯგუფი $13.5 მლნ. ინვესტიციას განახორციელებს

by DWV Admin
Adjara-Group_Abastumani

აბასთუმნის ისტორიული სანატორიუმ “არაზინდოს” თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნისთვის აჭარა ჯგუფი დაახლოებით $13.5 მილიონის განახორციელებს.

კომპანია ასევე თანამშრომლობს Wings and Freeman Capital-თან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციიდან (DFC) დაფინანსების მოზიდვაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება Rooms Hotel Abastumani-ს განვითარება. 76 ოთახზე გათვლილი Rooms Hotel Abastumani-ს გახსნა 2022 წლის ზამთრიდან იგეგმება.

როგორც აჭარა ჯგუფში აცხადებენ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მიზნით, აჭარა ჯგუფი აბასთუმნის სასტუმროს თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადაამზადებს.

აჭარა ჯგუფის ჰოლდინგსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, Rooms Hotel Abastumani-ს USAID-ის მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა სასტუმროს შესაძლებლობების გაძლიერების, რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.

საინფორმაციო სააგენტო სარკე
27.04.2021

You may also like

X
Skip to content