Startseite » news_ge » Humana-ს ხელშეწყობით საქართველოში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა

Humana-ს ხელშეწყობით საქართველოში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანიის, Humana- მხარდაჭერითა და სპონსორობით, 2024 წლის 26 და 27 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა  თემაზე: ახალშობილთა ნეიროქირურგია და ნეონატალური ზრდა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო დონის, კერძოდ,  გერმანელი ნეონატოლოგები და ნეიროქირურგები ბერლინისშარიტესკლინიკიდან. ღონისძიება მიზნად ისახავდა გამოცდილების გაცვლასა და ახალი მეთოდოლოგიების განხილვას, რომელიც პირდაპირი გავლენას მოახდენს საქართველოში ბავშვთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

Humana-ს  გადამწყვეტი წვლილი მიუძღვის ამ პროფესიული დიალოგის უზრუნველყოფაში, რაც ახალ იმპულსს აძლევს სამომავლო თანამშრომლობას ახალშობილთა სამედიცინო მომსახურების სფეროში. მსგავსი ღონისძიებები დიდად ხელს უწყობს საერთაშორისო სამედიცინო თანამშრომლობის განვითარებას და მნიშვნელოვნად აძლიერებს ჯანდაცვის სფეროში ცოდნის გაზიარებას.

Humana დაკავებულია ბავშვთა კვების წარმოებით, რომელიც პროდუქციას ამზადებს პირველი კლასის ნედლეულით, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შესაბამის გადამუშავებას და იცავს მაღალი ხარისხის სტანდარტებს. კომპანია გამოირჩევა განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით, უამრავი მხარდაჭერილი ინიციატივითა და წარმატებული პროექტებით.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X