Startseite » news_ge » საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

by Salome Mumladze
BOG qali mewarmeebis mxardasacherad

საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს.  პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, ბანკი ქალ მეწარმეებს, Visa-სთან პარტნიორობით, ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას სთავაზობს.

პროექტის ფარგლებში 100 შერჩეული ქალი მეწარმე, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებელია, ავტომატურად ჩაერთვება ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ში, რომელიც ბიზნესს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს დახმარებას, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.

გარდა ამისა, ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, იზრუნებს მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ ბმულზე.

You may also like

X