Startseite » news_ge » Lufthansa საქართველოში ფრენების სიხშირეს ზრდის

Lufthansa საქართველოში ფრენების სიხშირეს ზრდის

by Salome Mumladze
Lufthansa_Airlines_Air

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 1 ივნისიდან იწყებს რეისების შესრულებას ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით. რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება (ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას).

აქამდე Lufthansa მხოლოდ მიუნხენი-თბილისის მიმართულების ასრულებდა რეგულარულ რეისებს კვირაში ორჯერ. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია სიხშირეს აორმაგებს, ხოლო 31 მაისიდან ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს, იუწყება სამინისტრო.

საინფორმაციო სააგენტო სარკე
23.03.2021

You may also like

X