ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, „მთავრობა შეღავათებს გაუწევს იმ კომპანიებს, რომლებმაც აუქციონის გზით, სხვადასხვა პირობით შეიძინეს სახელმწიფო ქონება და პანდემიის გამო ვერ შეძლეს საფასურის გადახდა, საინვესტიციო პირობების შესრულება, ასევე მათ, ვინც იჯარით აიღეს სახელმწიფო ქონება და საიჯარო გადასახადი დაუგროვდათ“.
„სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტი მთავრობის 18 მარტს დაამტკიცა. ცვლილებები უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარედგინება.
მინისტრის განმარტებით, ამ ცვლილების შედეგად, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, ყველას მიეცემა საშუალება, რომ მთავრობამ თითოეულ მათ შემთხვევაზე იმსჯელოს და მიიღოს მიიღოს გადაწყვეტილება – გადაუვადოს გადასახადები, აპატიოს პირგასამტეხლოები და გადაუვადოს საიჯარო ქირა.
თურნავას ინფორმაციით, სამინისტროში მიმართვის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დღესდღეობით 109 მცირე და საშუალო კომპანიაა, რომელთაც საკმაოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლოები დაუგროვდათ.
საინფორმაციო სააგენტო სარკე
20.03.2021