თიბისი ბანკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დრომდე 250-მდე აგროსტარტაპი დააფინანსა, ინვესტიციის საერთო მოცულობა კი, 70 მილიონ ლარს აჭარბებს. აგროსტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა ძირ თანხაზე გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდის გამოყენებას გულისხმობს, რაც მაქსიმუმ 5 წელს შეადგენს.
აგროსტარტაპების დაფინანსების პროექტს ბანკი 2016 წლიდან ახორციელებს. თავდაპირველად, პროექტი მრავალწლიანი ბაღების გაშენების მხარდაჭერით დაიწყო და 2017 წლიდან ადგილობრივი ვაზის გაშენება და საოჯახო მეურნეობის მხარდაჭერა მოჰყვა.
ძირითადი საშუალებებისთვის სესხების გაცემა შეღავათიანი აგროდაკრედიტების (სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება სახელმწიფოს მიერ) პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.
საინფორმაციო საგენტო სარკე
25.03.2021