გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანიის, იმედი L-ის მრავალფეროვან პროდუქტების სიას, ახლა უკვე შეემატა ვიზიტორთა სადაზღვეო პაკეტი საქართველოში, რაც ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს, მოგზაურობის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მოულოდნელ ხარჯებს დაუფარავს. იმედი L უზრუნველყოფს, რომ ვიზიტორებმა მშვიდად და სასიამოვნოდ გაატარონ დრო საქართველოში მოგზაურობისას. იმედი L-ში ვიზიტორთა სადაზღვეო პაკეტის გარდა, საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენაცაა შესაძლებელი. სასურველი სადაზღვეო პაკეტების შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლში.
იმედი L, თავისი 24-წლიანი ისტორიით პირველი სადაზღვევო კოპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც უმთავრესად ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევაზეა ორიენტირებული. კომპანია არის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წევრი, ეკოსისტემის, რომელიც გთავაზობთ სამედიცინო მომსახურებებისა და პროდუქტების სრულ სპექტრს.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.