გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, DB Schenker საქართველო იწყებს ახალ სარკინიგზო-საკონტეინერო-სატრანსპორტო მომსახურებას, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შუა დერეფნის მეშვეობით. ეს ინოვაციური მომსახურება საიმპორტო ლოგისტიკის ლანდშაფტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს და უზრუნველყოფს ტვირთების ყველაზე სწრაფ ტრანზიტს ჩინეთიდან საქართველოში.
ეფექტურობა და სისწრაფე
ახალი მომსახურება იყენებს შუა დერეფნის, როგორც ტრანს-კასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ძირითადი კომპონენტის სტრატეგიულ უპირატესობებს. DB Schenker საქართველო აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით, უზრუნველყოფს ტრანსპორტირების გამარტივებულ და ეფექტურ პროცესს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანზიტის დროს, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით. ამიერიდან, ტვირთები საქართველოში გაცილებით სწრაფად, 18 – 25 დღეში ჩამოვა. ეს საგრძნობლად გაზრდის ტვირთების მიწოდების პროცესის ეფექტიანობას და შესაბამისად, მნიშვნელოვად შეამცირებს მათი ბაზარზე გასვლის ვადებსაც.
სტრატეგიული მარშრუტი
შუა დერეფანი გადის რამდენიმე ქვეყანაში და უზრუნველყოფს სანდო და უსაფრთხო გზას ტვირთისთვის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადაკვეთს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, გაივლის აზერბაიჯანს და საბოლოოდ სრულდება საქართველოში. აღნიშნული მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემა, აერთიანებს რა რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს, უზრუნველყოფს საკონტეინერო ტვირთების შეუფერხებელ და ეფექტურ გადაზიდვას.
უპირატესობები იმპორტიორებისთვის:
- ტრანზიტის დროის შემცირება: შუა დერეფანი უზრუნველყოფს ყველაზე სწრაფ ტრანზიტს ჩინეთიდან საქართველოში და საგრძნობლად ამცირებს მიწოდების დროს.
- ეკონომიკური ეფექტურობა: ოპტიმიზირებული მარშრუტებისა და ეფექტური ლოგისტიკის წყალობით, იმპორტიორებს შეუძლიათ სარგებელი მიიღონ კონკურენტული ფასებიდან, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ეფექტიანობას.
- სანდოობა:DB Schenker საქართველოს მრავალწლიანი გამოცდილება და დამკვიდრებული ქსელი, უზრუნველყოფს სანდო და მუდმივ მომსახურებას, მინიმუმამდე ამცირებს დაყოვნებებსა და შეფერხებებს.
- მდგრადობა:სარკინიგზო ტრანსპორტი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა ტრადიციულ საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტთან შედარებით, ხელს უწყობს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას.
სრულყოფილებისაკენ სწრაფვა
DB Schenker საქართველო მომხმარებელს უმაღლესი დონის ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ახალი მომსახურების დანერგვით, კომპანია კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უჭერს მხარს ბიზნესის მზარდ საჭიროებებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სარკინიგზო-საკონტეინერო სატრანსპორტო მომსახურებით, ის ასევე, უზრუნველყოფს საიმპორტო ტვირთების ყველაზე სწრაფ ტრანზიტს და ყველაზე სანდო, ეკონომიურ და მდგრად ლოგისტიკურ ალტერნატივას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდით: misho.aroshidze@dbschenker.com
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.