წამყვანი საერთაშორისო გამოფენაა ხილისა და ბოსტნეულის სფეროში, სადაც აღნიშნული სექტორის მთელი სპექტრი და მონათესავე დარგებია წარმოდგენილი.
2025 წლის 5-7 თებერვალს Messe Berlin კვლავ უმასპინძლებს სფეროს მნიშვნელოვან მოთამაშეებს მთელი მსოფლიოდან.
FRUIT LOGISTICA-ს გამომფენებსა და ვიზიტორებს კონტაქტების დამყარების უპრეცედენტო შესაძლებლობები იზიდავთ. როგორც Fresh Produce-ს ინდუსტრიის, როგორიცაა, ხილი და ბოსტნეული, ყველაზე დიდი გამოფენა, FRUIT LOGISTICA მესე ბერლინის საგამოფენო ტერიტორიაზე პუბლიკას სთავაზობს მისი ყველა საქმიანობის დარგისა და ბაზრის მონაწილეების გაცნობას. გარდა ამისა, ადგილზე განიხილება ყველა ინოვაცია, პროდუქტი და მომსახურება ვაჭრობის ნებისმიერ სფეროში. გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები მწვანე ასორტიმენტის პროდუქციის მთელი ჯაჭვიდან – გლობალური მოთამაშეებიდან მცირე და საშუალო კომპანიებამდე.
სტენდების რეზერვაცია ოფიცილაურად სრულდება 2024 წლის 31 ივლისს ამ ბმულზე. 1 აგვისტოდან შესული ჯავშნები მომლოდინეთა სიაში განთავსდება, ხოლო მათი განაწილების შესახებ გადაწყვეტილება ნოემბერში გახდება ცნობილი.
სტენდის საფასურის გამოთვლა შესაძლებელია სპეციალური კალკულატორით.
ვიზიტორებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 2024 წლის შემოდგომაზე, ამ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სალომე მუმლაძეს მეილზე salome.mumladze@dwv.ge