გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი CENN და და საერთაშორისო ორგაზიაცია ICLEI Europ, ევროკავშირის მხარდაჭერით იწვევს კახეთის რეგიონსა და აჭარის ა/რ-ში მომუშავე ბიზნეს სუბიექტებს შემოუერთდნენ ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელს და თავაზობს ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების და საუკეთესო ინოვაციური ბიზნესპრაქტიკების დანერგვაში დახმარებას.
ინდუსტრიული სიმბიოზი არის ევროკავშირში დანერგილი მიდგომა, რომელიც ეხმარება კომპანიებს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციაში და უფრო მდგრადი და მეტი სარგებლის მომტანი მიდგომების დანერგვაში.
ცირკულარული მიდგომა = უფრო გონივრულ და მომგებიან ბიზნესს.
ქსელის წევრ კომპანიებს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ექნებათ შემდეგი შესაძლებლობები:
მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
საპილოტე პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა, რომელთა ჯამური ბიუჯეტია 500,000 ლარი;
კონსულტაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების ინოვაციური გადაწყვეტილებებისთვის;
მონაწილეობა ყოველწლიურ ბიზნეს სამიტებში, B2B და matchmaking შეხვედრებში და პარტნიორობის ჩამოყალიბება პოტენციურ პარტნიორებთან, კლიენტებთან და ინვესტორებთან;
კომპანიის წარმოჩენა სოციალურ/ონლაინ მედიაში, სატელევიზიო გადაცემებში, რადიოში და ა.შ.
ვის შეუძლია გაწევრიანება:
ჰორეკა სექტორი;
საცალო/ საბითუმო ვაჭრობა;
მწარმოებლები;
ნარჩენების გადამამუშავებლები, ა.შ.
რომელი ნარჩენების ნაკადებია სამიზნე:
ბიოდეგრადირებადი;
შეფუთვა;
სამშენებლო და ნგრევის ნარჩენები.
პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატ-მედეგობის გაძლიერება.
განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ამ ბმულს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 აპრილი, 2025 18.00 სთ