Startseite » news_ge » შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა

შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა

by Salome Mumladze
Arbeitsinspektorat

2020 წელს პარლამენტმა რამდენიმეთვიანი, მწვავე განხილვების შემდეგ მიიღო შრომის რეფორმა. შედეგად, გარდა იმისა, რომ შრომის ინსპექცია ჯანდაცვის სამინისტროს არსებული დეპარტამენტიდან ცალკე სსიპ-ად გადაკეთდა, 2021 წლის 1 იანვრიდან მას მანდატიც გაეზარდა.

თუკი აქამდე ინსპექციას შეეძლო, მხოლოდ შრომის უსაფრთხოების (სამუშაო ადგილის დაცულობა, სიცოცხლისთვის საშიში გარემო) საკითხების შემოწმება, ახლა მისმა მანდატმა შრომის უფლებების (სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, დეკრეტული შვებულება) მონიტორინგიც მოიცვა.

ინსპექციას მიეცა შესაძლებლობა, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააკონტროლოს, რამდენად იცავს დამსაქმებელი დასაქმებულის შრომით უფლებებს.

ინსპექტორად ამჟამად 70-მდე ადამიანი მუშაობს, უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა 120-მდე გაიზრდება.

You may also like

X